logo
ENG



ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუკაშენკოს "ყოფილ პრეზიდენტად" მოიხსენიებს

15 აგვ 202018:39
3 წუთის საკითხავი
 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ბელარუსის ამჟამინდელ პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს "ყოფილ პრეზიდენტად" მოიხსენიებს.

როგორც ლინკევიჩუსი Twitter-ზე წერს, ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინს დახმარებას სთხოვს. 

"ბელარუსის ყოფილი პრეზიდენტი ახლა პუტინს დახმარებას სთხოვს. ვის წინააღმდეგ? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ქუჩებში ყვავილებს ატარებენ? ეს მართლაც დიდი საგარეო შეთქმულებაა, რათა იცხოვრო პარალელურ სამყაროში და დიდი მსხვერპლის გასაწირად ემზადებოდე", - წერს ლინას ლინკევიჩუსი.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.

ევროკავშირი ოფიციალური მინსკის წინააღმდეგ უახლოეს კვირებში სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადებს. ორგანიზაცია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და გამჭვირვალე.


close დახურვა